19 თებერვალი, 2018
მესტიის მუნიციპალიტეტში სამთო სათხილამურო სპორტში ,,სერვანტე 2018
17 თებერვალს, მესტიის მუნიციპალიტეტის ბეჩოს ტერიტორიულ ერთეულში პირველად ჩატარდა დამსახურებული სპორტის ოსტატის სერვანტე შამფრიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სამთო სათხილამურო სპორტში ,,სერვანტე 2018". შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა ახალბედა მთხილამურეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში.
გამარჯვებულთა შორის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
უმცროსი ასაკი
I ადგილი - გიორგი კვიციანი
II ადგილი - საბა კვიციანი
III ადგილი - საბა კვანჭიანი
უფროსი ასაკი
I ადგილი - გიორგი ვეზდენი
II ადგილი - ლუკა გოშუანი
III ადგილი - რატი კვიციანი.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი მედლებით და სიგელებით, ხოლო პირველ ადგილზე გასულებს გადაეცათ გარდამავალი თასები. ტურნირი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ბეჩოში კერძოდ მაზერში 2017 წლის დეკემბერში დამონტაჟდა 300 მ სიგრძის მცირე ზომის საბაგირო, რომელიც ახალი წლიდან შევიდა ექსპლუატაციაში.
მცირე ზომის საბაგიროები ასევე დამონტაჟდა უშგულში, ეცერში და
უშხვანარში. აღნიშნული საბაგიროები ხელს შეუწყობს ადგილობრივებში სათხილამურო სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას.