15 თებერვალი, 2018
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საჩხერეში პროექტი განხორციელდა
პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში საჩხერეში სადღესასწაულო ცენტრი გაიხსნა. პროექტის - ჰაპპყ დაყ -ს ავტორი მაკა თოდაძეა, აღნიშნულის განსახორციელებლად სახელმწიფომ იგი 5 000 ლარით დააფინანსა.
ცენტრი, რომელიც კოსტავას N98-ში მდებარეობს, ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოთარ ომიაძე და მერიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სადღესასწაულო ცენტრი ბავშვებს ანიმატორითა და სხვადასხვა ზღაპრის გმირებით გაართობს.