14 თებერვალი, 2018
კასპის კულტურის ცენტრში, მდინარე თეძამზე წყალსაცავის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
კასპის კულტურის ცენტრში, კასპის მუნიციპალიტეტში მდინარე თეძამზე
წყალსაცავის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების
შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
შპს „საქართველოს
მელიორაცია“, კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეგმავს მდინარე თეძამის
სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებას.
წყალსაცავის საპროექტო მოცულობა იქნება 12.0 მლნ მ3, საიდანაც
10,0 მლნ მ3 სასარგებლო მოცულობაა. პროქტის განხორციელების შემთხვევაში,
შესაძლებელი იქნება სარწყავი წყლის გარანტირებული მიწოდება 2 558 ჰა
სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე. ჰიდროკვანძის მოწყობა დაგეგმილია სოფელ
ჩაჩუბეთსა და სოფელ რკონს შორის შერჩეულ ტერიტორიაზე, ჩაჩუბეთიდან
დაახლოებით 2.1 კმ–ის დაცილებით.
შპს „საქართველოს მელიორაციის“
დაკვეთით წყალსაცავის მშენებლობის და ექსპლუატაციის დეტალური პროექტი
მომზადებულია უკრაინული კომპანია ПАО „Укрводпроект“–ის მიერ, ხოლო
გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში მომზადებულია შპს „გამა
კონსალტინგი“-ს მიერ, რომლის წარმომადგენელმა დეტალურად წარმოადგინა
ანგარიში. ნგარიშის მომზადების პროცესში შპს „გამა კონსალტინგი“-ს
სპეციალისტთა ჯგუფმა შეისწავლა საპროექტო ტერიტორიის ბუნებრივი და
სოციალური გარემოს ფონური მახასიათებლები.
აღნიშნული პროექტის ანგარიშის მომზადების საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“.
შეხვედრაზე დასმულ შეკითხვებს, რომელიც საქართველოს პარლამენტში კასპის
მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი მეზურნიშვილის ინიციატივით გაიმართა შპს „გამა
კონსალტინგი“ ს წარმომადგენელმა უპასუხა.