14 თებერვალი, 2018
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარებიც ცენტრი“ ისრაელში თელავივის საერთაშორისო ტუსისტულ გამოფენაზე იმყოფებოდა
გამოფენაზე "IMTM Tel-Aviv 2018", მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყო წარმოდგენილი. საქართველოდან წარმოდგენილ ტურისტულ მართუტებს შორის, წყალტუბომ, როგორც ბალნეოკურორტმა და დასვენებისთვის საუკეთესო ქალაქმა დიდი ინტერესი გამოიწვია .
ა(ა)იპ. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა - სალომე ქუთათელაძემ აღნიშნა, რომ სათანამშრომლოდ რამდენიმე უცხოური ტურ-ოპერატორი უკვე დაინტერესდა და კონკრეტულ პირობებზე მოლაპარაკებები შედგა.
„მსგავს ღონისძებებში ჩვენი ჩართვა ხელს უწყობს კურორტის შესახებ ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე, “ - აცხადებს სალომე ქუთათელაძე.
ტურისტული გამოფენა თელავივში - "IMTM Tel-Aviv 2018“, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად გამაჯანსაღებელი სპა ცენტრის „Tskaltubo-BeHealthy“ -ის დირექტორი ნანა კვიცარიძე იღებდა მონაწილეობას.
„წყალტუბოს ტურიზმის განვითარების ცენტრის“ მსავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობა, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია უკრაინაში, აზრებაიჯანსა და ყაზახეთში.