14 თებერვალი, 2018
საჩხერეს სკოლებსა და მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსგან წიგნები გადაეცა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურს წერილობითი მიმართვის საფუძველზე საჩუქრად წიგნები გადასცა.
19 დასახელების 60-ზე მეტი გამოცემა კულტურული მემკვიდრეობის თემაზეა, ნუსხაშია ისეთი წიგნები, როგორიცაა: ,,ტურინის სუდარის ზუსტი ასლი ახალქალაქში’’, ,,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა’’, ,,ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში“, ,,ატენის სიონი’’, ,,ძველი ხელოვნება“, ,,ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი“, ,,უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი“ და სხვა.
აღნიშნული ლიტერატურა მერიის კულტურის სამსახურის პროექტში - ,,ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა“ - მონაწილე სკოლებსა და მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადაეცემა,
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობას ამ კუთხით მომავალშიც აპირებს.