14 თებერვალი, 2018
ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის ინიციატივით, ქალაქის ქუჩებში მაწანწალა ძაღლების პრობლემის აღმოსაფხვრელად, პრევენციული ღონისძიების გატარება დაიწყო
ჭიათურის მერის პაატა ნადირაძის ინიციატივით, ქალაქის ქუჩებში მაწანწალა
ძაღლების პრობლემის აღმოსაფხვრელად, პრევენციული ღონისძიების გატარება
დაიწყო.
ბოლო
დროს, ქუჩებში უპატრონო ძაღლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
ცხოველები ხშირად სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებს ავრცელებენ და
შესაბამისად, საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.
სწორედ
აღნიშნული პრობლემის თავიდან აცილების მიზნით, ჭიათურის მერმა
კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსს ზურაბ ცარციძეს
მაწანწალა ძაღლების პრობლემის აღმოსაფხვრელად, საჭირო ღონისძიებების
გატარება დაავალა.
დღეს,
უპატრონო ძაღლები შპს. ქუთაისის ,,იმერეთ ჯგუფის,, წარმომადგენლებმა
ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მათ 10 დღის განმავლობაში
ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდებათ.