14 თებერვალი, 2018
ზუგდიდში ეტლით მოსარგებლე 2 ბენეფიციარს ახალი ეტლი გადაეცა
ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის
წარმომადგენლებმა, ზუგდიდში, წერეთლის ქუჩაზე და რიყეს ადმინისტრაციულ
ერთეულში ეტლით მოსარგებლე 2 ბენეფიციარს ახალი ეტლი გადასცეს.
ახალი ეტლების შეძენა საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები
მშვიდობისა და სიცოცხლისათვის,“ LDS ,,CHARITY’’-სა და ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოხდა.
ახალი ეტლების
გადაცემის თხოვნით მერიაში 11 ბენეფიციარის განცხადება შემოვიდა, აქედან 2
ბენეფიციარს ახალი ეტლი დღეს გადაეცა, დანარჩენ ბენეფიციარებს კი ეტლები
ეტაპობრივად გადაეცემა.