მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ საღრძისა და სოფელ აბასთუმნის სკოლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა.
მეტალოკონსტრუქციის ხიდის მშენებლობისთვის, რომელიც 7 მეტრი სიგანისა და 14 მეტრი სიგრძისაა, ბიუჯეტიდან 142 000 ლარი გამოიყო.
ამჟამად ხიდთან მისასვლელი გზის მოხრეშვა და გაბიონების მოწყობა მიმდინარეობს.
დასრულებული და მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.