09 თებერვალი, 2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის პრეზენტაცია - „ენერგოეფექტურობა დღეს - ენერგეტიკული კოლაფსი ხვალ“ გაიმართა
მწვანე რეგიონების პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის წარმომადგენელი
ავთანდილ გელაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს შეხვდა და
პრეზენტაცია - „ენერგოეფექტურობა დღეს - ენერგეტიკული კოლაფსი ხვალ“
გაცნო.
მწვანე რეგიონების წარმომადგენლებმა იმ საფრთხეებზე ისაუბრეს,
რომლის წინაშეც დგას საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი. ევროკავშირთან
ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად 2018 წლის ბოლოს ენერგოეფექტურობის
ახალი კანონი შევა ძალაში, რომლის მიხედვითან ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ენერფოეფექტურობის გეგმა. დოკუმენტი გარკვეულ სტანდარტებს დააწესებს.
„ სტატისტიკის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მთლიანად 6 მილიონ ლარს
იხდის ელექტრონერეგიაში და მოიხმარს 13 მილიომ კუბურ მეტს აირს, ჩვენ
შეგვიძლია ენერგოეფეატურობის გეგმის შედგენა, რომლის გათვალიწინებით
მინიმუმ 20% - ის დაზოგვა გახდება შესაძლებელი,“ - განაცხადა ავთანდილ
გელაძემ.
შეხვედრის შემდეგ მწვანე ალტერნატივის წარმომადგენლებმა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.