მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა სოციალური დახმარების თაობაზე შემოსული განცხადებებისა და მომართვების საფუძველზე სოციალური მდგომარეობისა და პირობების შესწავლის მიზნით შექმნილი კომისია, დღეს მორიგ სხდომაზე შეიკრიბა და ბენეფიციარების განცხადებები განიხილა.
კომისიის გადაწყვეტილებით, მომვლელის პროგრამაში 17, ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში კი 32 ბენეფიციარი ჩაერთო. ნაწილობრივ სახლდამწვარ 2 ბენეფიციარს პროგრამით გათვალისწინებული ფულადი დახმარება გაეწია.
სოციალურმა კომისიამ გადაწყვეტილება განცხადებების ადგილზე გადამოწმების შედეგად მიიღო.