08 თებერვალი, 2018
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ დაათვალიერა
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, კახაბერ მახათაძემ დაათვალიერა. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, ზაქარიაძის ქუჩაზე ცენტრალური ხიდიდან – ჩხეიძის ქუჩის ასახვევამდე, ტროტუარების, ბორდიურებისა და დეკორატიული ღობეების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი პირველად ხორციელდება მუნიციპალიტეტში, რომლის დასრულების შემდეგ, ქალაქის ცენტრალური შემოსასვლელი მთლიანად შეიცვლის იერსახეს.
კეთილმოწყობილი უბანი, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ტურისტებისთვის და მგზავრებისთვის იქნება თვალშისაცემი. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 279 460 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აკაია“ ასრულებს.