07 თებერვალი, 2018
ხიდარში ახალი, დაწყებითი განათლების სკოლა აშენდება
დღეს საუკუნოვანი სკოლის ამორტიზებული შენობის დემონტაჟის სამუშაოები და
ახალი სკოლის მშენებლობის ადგილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ, თეიმურაზ მურღულიამ, ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ,
არჩილ მაღრაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის
შემსრულებელმა, თინათინ ბოჭორიშვილმა და საკრებულოს განათლებისა და
კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ დაათვალიერეს.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ხიდრის დაწყებითი განათლების
ოპტიმიზირებული სკოლა იქნება თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, სადაც
განთავსდება საკონფერენციო დარბაზი და მოეწყობა ყველა საჭირო სივრცე, რაც
დამწყები მოსწავლეებისთვის იქნება სავალდებულო.
ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერი პაპავა ამბობს, რომ ძველი შენობის დემონტაჟის სამუშაოები თითქმის დასრულებულია.
გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია და ახალი სკოლის მშენებლობა ხიდარში უახლოეს დღეებში დაიწყება.