07 თებერვალი, 2018
ბორჯომში რობაქიძისა და დუმბაძის ქუჩების დამაკავშირებელ ბილიკზე კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
ბილიკზე მოეწყო რკინა-ბეტონის საფარი, კიბეები და მოაჯირები. დამონტაჟდა ასევე გარე-განათების ბოძები და ნათურები.
აღნიშნულ მონაკვეთზე მოსახლეობის მიერ გაკვალული ვიწრო ბილიკი არსებობდა.
ფერდობზე გადაადგილება კი ადგილობრივებისათვის სახიფათო იყო. დღეს უკვე
მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით შეუძლია ისარგებლოს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ბილიკით ყოველდღიურად ასობით ადამიანი
სარგებლოს. ბილიკი დუმბაძის, ჭავჭავაძის, გურამიშვილისა და მის მიმდებარედ
არსებულ ქუჩებს ქალაქის ცენტრალურ ნაწილთან აკავშირებს.
პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.