07 თებერვალი, 2018
ზესტაფონში მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მრავალსართულიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები ზესტაფონის მერმა, კახაბერ მახათაძემ დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტის დაკვეთით, ფასადების აღდგენის სამუშაოები N2 და N 24 – ში მდებარე სახლებს უტარდებათ.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 83 000 ლარია. სამუშაოებს შპს „აკაია“ ასრულებს. გარდა ფასადების რეაბილიტაციისა, მიმდინარე წელს დაგეგმილია ასევე სტაროსელსკისა და ჭანტურიას ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციაც.