07 თებერვალი, 2018
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.
მოსწავლეთა ერთი ჯგუფი გარემოს დაცვითი საკითხების გარშემო გაერთიანდნენ და
კონკურსში იღებენ მონაწილეობას.
კონკურს „აღმოაჩინე საქართველო“ ჰქვია და
მასში ქვეყნის მასშტაბით 700 -ზე მეტი სკოლაა ჩართული. ნიკო კეცხოველის
სახელობის პრემია 2018 წელს იმ სკოლას გადაეცემა, რომელიც ყველაზე მეტ
ქულას მოაგროვებს სხვადასხვა აქტივობებით.
აღნიშნული კონკურსი საქართველოში
„ავსტრიის თანამშრომლობა-განვითარების“ დაფინანსებით 2014 წლიდან
იმართება.
პირველი საჯარო სკოლის გუნდს „მთიები“ ჰქვია, რომელსაც ქალაქის
მერმა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ვიზიტი დაუგეგმა და რამდენიმე აქტივობაში
მხარდაჭერა აღუთქვა.