06 თებერვალი, 2018
ლაგოდეხში სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება
პროექტი, რომლის
განხორციელებას მოსახლეობა ათეულობით წელია ითხოვს უახლოეს მომავალში
დაიწყება.
ქალაქში მეგობრობის, კავკასიონის, ახალგაზარდობის,
ფალიაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე რვა კილომეტრამდე სანიაღვრე არხის
საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც შპს „ LMC ”
ახორციელებს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია
აღნიშნული ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა.
მისი თქმით, ქალაქში გამავალი
სანიაღვრე არხები პრობლემას ქმნიდა, დაზიანებულ მაგისტრალში არსებული წყალი
კალაპოტიდან გადმოდიოდა და მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელ
სახლებს და ეზოებს აზიანებდა.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 800 000 ლარს შეადგენს და ის უახლოეს
მომავალში დაიწყება.