05 თებერვალი, 2018
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი შოთა აბჟანდაძე სასწავლო ტურით ესტონეთში იმყოფებოდნენ
ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და ინფორმაციული ტექნოლოგიების
სპეციალისტი შოთა აბჟანდაძე ესტონეთში იმყოფებოდნენ სასწავლო ტურით USAID
GGI-ის და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის
ფარგლებში: „როგორ მუშაობს დემოკრატიული მმართველობა პრაქტიკაში:
ელ-მმართველობის ახალი ინიციატივების თანხვედრა OGP პრინციპებთან
საქართველოში“ რომელსაც ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემია
ახორციალებს (ქართული მხრიდან პარტნიორი: ინფორმაციის თავისუფლების
განვითარების ინსტიტუტი IDFI). ვიზიტის
ფარგლებში მონაწილეები ელექტრონული პროგრამის VOLIS–ის ფუნქციონირებას
გაეცვნენ და დაიგეგმა ქალაქ ქუთაისში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშემწყობი
აქტივობების განხორციელება ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით.
ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები ესტონეთის რამდენიმე
მუნიციპალიტეტში, მათ შორის ელვას ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც
მონაწილეები გაეცვნენ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომების
ონლაინ გადაცემის პრაქტიკას, რომლის დროსაც დაინტერესებული
მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომია არამხოლოდ სხდომის ვიზუალური დაკვირვება
არამედ მიღებული გადაწყვეტილებები, კენჭისყრის შედეგები, სხდომის ოქმი და
ა.შ. ვიზიტის ფარგლებში შედგა ასევე შეხევდრა ესტონეთის აღმოსავლეთ
პარტნიორობის ცენტრის წარმომადგენლებთან, სადაც ისინი გაეცვნენ
ორგანიზაციის საქმიანობას, ხედვას და გეგმებს აღმოსავლეთ პარტნიორობის
ქვეყნებში.
1 თებერვალს, ქალაქ ქუთაისის მერის მოადგილე, ქალაქ ტარტუს
მერს ბატონ ურმას კლაას შეხვდა. ქალაქ ქუთაისი და ქალაქი ტარტუ
განაგრძნობენ პარტნიორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, მხარეებმა განიხილეს
თანამშრომლობის პერსპექტივები. ტარტუს მერის ვიზიტი ქალაქ ქუთაისში მაისის
თვეში იგეგმება.