05 თებერვალი, 2018
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია მოაწყო
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ „სამოქალაქო საზოგადოების
განვითარების ინიციატივის“ პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის
პრეზენტაცია მოაწყო. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისა და
მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფორმატი ჰაბის როლისა და
ფუნქციების განსაზღვრას, პროექტის სამომავლო გეგმებისა და იმ სავარაუდო
სარგებელის შესახებ მოიცავდა ინფორმაციას, რომელსაც სამომავლოდ მიიღებს
რეგიონის სამოქალაქო საზოგადოება.
პრეზენტაციის შემდეგ, ჰაბის ინიცირებით
გაიმართა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებულ
მოლოდინებზე. პროექტი ხორციელდება კონსორციუმ კონრად ადენაუერის
ხელმძღვანელობით. ღონისძიების მიზანია რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და
დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება.