05 თებერვალი, 2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში ცენტრალური გზა თოვლის საფარისგან გაიწმინდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში ცენტრალური გზა თოვლის საფარისგან გაიწმინდა.
სოფლის ახლადრეაბილიტირებულ გზაზე, ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია.
ვახანის
ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის,
ლევან მაღრაძის ინფორმაციით, დღესვე გაიწმინდა ასევე, სოფელ სერბაისის
ცენტრალური გზაც.
მოსული უხვი ნალექის შედეგად სოფელში ჩაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, უკვე რამდენიმე დღეა სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
"ენერგო პრო ჯორჯიადან" მიღებული ინფორმაციით, პრობლემების აღმოფხვრაში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ბრიგადა იყო ჩართული.
ვახანში მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დღეს აღუდგება.