05 თებერვალი, 2018
კასპის მუნიციპალიტეტში ბავშვებისა და მოზარდებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩატარდა
საქართველოს პარლამენტში, კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი
მეზურნიშვილის ინიციატივით მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს
ბავშვებისა და მოზარდების უფასო სამედიცინო გამოკვლევა, რომელსაც ი.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის (BAC) წამყვანი სპეციალისტები
ახორციელებენ.
ამჯერად აქცია სოფელ მეტეხის სასოფლო ამბულატორიაში
გაიმართა. უფასო სამედიცინო გამოკვლევა და კონსულტაცია 100 - მდე ბავშვსა
და მოზარდს ჩაუტარდა.