02 თებერვალი, 2018
წყალტუბოში სამედიცინო სასწავლებელი გაიხსნება
წყალტუბო როგორც ჯანმრთელობისა და სილამაზის ქალაქი, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა შესანიშნავი მედიკოსებით თავის ფუნქციას იბრუნებს. უახლოს მომავალში აქ ჯანდაცვის სკოლაც გაიხსნება, სადაც სამედიცინო სფეროს სპეციალისტებს მოამზადებენ.
სასწავლებელში ქართველებთან ერთად უცხოელ სტუდენტებიც ისწავლიან. სკოლისთვის სავარაუდო ადგილმდებარეობის შერჩევის მიზნით საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი კონსტანტინე თოფურია წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ზურაბიანს, მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ იოსელიანს, მოადგილეს ალექსანდრე დადუნაშვილსა და ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელს სალომე ქუთათელაძეს შეხვდნენ.
მხარეებმა განიხილეს მომავალი თანამშრომლობის გეგმები, ისაუბრეს წყალტუბოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხებზე.