02 თებერვალი, 2018
ქუთაისის მერიაში ღვაწლმოსილი სპორტსმენი დააჯილდოვეს
მერიის თეთრ დარბაზში სახელოვანი სპორტსმენი, ვეტერანი ფეხბურთელი
ალექსანდრე კვერნაძე მიიღეს. ალექსანდრე კვერნაძეს, რომელიც ვეტერანი
„ტორპედოელია“ 60 წელი შეუსრულდა.
იუბილარს დაბადების დღე ქუთაისის ვიცე
მერმა გიორგი იობაშვილმა მიულოცა და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.
ალექსანდრე კვერნაძე „ტორპედოს“ იმ რჩეულ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება,
რომლებმაც ნათელი კვალი დატოვეს გუნდის ისტორიაში, გულშემატკივართა
განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს.
სხვადასხვა წლებში
ფეხბურთელის ანგარიშზე უამრავი წარმატებული მატჩი და გოლი ირიცხება.
ალექსანდრე კვერნაძე ამჟამად 17 წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელია.
იუბილარმა მერიის თეთრ დარბაზში შეკრებილებს დაფასებისთვის მადლობა
გადაუხადა.