02 თებერვალი, 2018
ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე წყლის ამერიკელ ექსპერტს კეილ კასეს შეხვდნენ
ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე
წყლის ამერიკელ ექსპერტს კეილ კასეს შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო
ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ წყლის სისტემებს, არსებულ პრობლემებსა და
გადაჭრის გზებს. ჭიათურის მერმა უცხოელ ექსპერტს მუნიპალიტეტის
წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა
ქალაქის 24-საათიანი წყალმომარების პროექტზეც ისაუბრეს.
საქართველოს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო USAID – ის
ჩართულობით, წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ სფეროს ეფექტიან
ფუნქციონირებაზე მუშაობს. პირველ ეტაპზე არსებული სისტემის შესწავლა
ხორციელდება.