02 თებერვალი, 2018
ნიკოლოზ ჯანიაშვილი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მერიის წარმომადგენლებთან ერთად
მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო
დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მერმა შეკრებილ საზოგადოებას
სიტყვით მიმართა და თანამედროვე ეპოქაში წიგნის მნიშვნელობასა და როლზე
ისაუბრა.
საღამოს მონაწილეებმა წიგნებისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს და
საყვარელი ნაწარმოებები მხატვრულად წაიკითხეს.
ღონისძიება დედოფლისწაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და
კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მასში
მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
წიგნის საჯაროდ კითხვის
მსოფლიო დღე საქართველოში წელს მესამედ ჩატარდა და ის მიზნად ქვეყნის
მასშტაბით წიგნის პოპულარიზაციას ისახავს.