02 თებერვალი, 2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ 67 მოქალაქეს სხვადსხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვის კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე 67 მოქალაქეს სხვადსხვა სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა.
კომისიის გადაწყვეტილებით, სტაციონალური სამედიცინო მომსახურეობა, ოპერაცია 17, ძვირადღირებული მედიკამენტები 22, ჩ ჰეპატიტის დიაგნოსტიკა კი 25 ბენეფიციარს დაუფინანსდა.
დაუნის სინდრომის მქონე 2 და აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე 1 ბენეფიცირას სარეაბილიტაციო მკურნალობა დაუფინანსდა.
აღნიშნული სამედიცინო მომსახურებების დასაფინანსებლად გახარჯულმა თანხამ 22 349 (ოცდაორი ათას სამას ორმოცდაცხრა) ლარი შეადგინა.