16 ოქტომბერი, 2017
მარნეულის მუნიციპალიტეტის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარია გასანოვამ „ევროპის სულის“ მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო
მარნეულის მუნიციპალიტეტის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარია გასანოვამ, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო, საერთაშორისო მოძრაობა „ევროპის სულის“ მიერ ორგანიზებულ ვორქშოფში, სახელწოდებით -„ახალგაზრდების ჩართვა საერთო ევროპული სივრცის შექმნის პროცესში“.
ღონისძიება, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ ახალგაზრდასა და სამოქალაქო სექტორის 70-მდე წარმომადგებნელს აერთიანებდა, ქალაქ თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 12-14 ოქტომბერს შედგა.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ერთიანი ევროპული კულტურული სივრცის შექმნის პროცესში, ასევე გერმანიის და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება ქალაქის განვითარებაში საზოგადოების ჩართულობის პროცესის სწორად წარმართვასა და ახალგაზრდა ხელოვანი და მოაზროვნე თაობის ჩამოყალიბებაში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის შესახებ მომზადებული 10 წუთიანი დოკუმენტური ფილმი და ფოტო მასალა წარმოდგენილი იქნება ბერლინის საერთაშორისო კონფერენციაზე, 2017 წლის 10-11 ნოემბერს;
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს აღნიშნული პროექტიდან შერჩეული 3 ახალგაზრდა, რომელიც იქ მიღებულ ცოდნას და კონტაქტებს გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიყენებს ქვეყნის გაძლიერებისთვის კულტურისა და განათლების სფეროში.