31 იანვარი, 2018
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა დღეს საბავშვო ბაღების მენეჯერებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე მერის მოადგილე ვალერი თოდუა , ა(ა)იპ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი
ბადრი ქებურია, ამავე დაწესებულების წარმომადგენლები და საქართველოს
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარე გულო ბაძაღუა.
მუნიციპალიტეტის
მერმა ბაღების მენეჯერებისგან სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში
არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო და აღნიშნული დაწესებულებების
ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა.
დათო გოგუა ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღების მზაობითაც დაინტერესდა.
საბავშვო ბაღებში სასწავლო–სააღმზრდელო პროცესი 5 თებერვლიდან განახლდება.
შეხვედრაზე სხვა საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.