30 იანვარი, 2018
ქუთაისის მერიამ და საკრებულომ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
დღეს ქუთაისის მერიამ და საკრებულომ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან
თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ქუთაისის მერმა გიორგი
ჭიღვარიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ მოაწერეს ხელი.
შეთანხმების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ნათელი მომავალი“ და
„ნეოფილების კლუბმა“ თვითმმართველობის თანამშრომლებს ტრენინგები უნდა
ჩაუტარონ.
ტრენინგების მიზანია 2018 წელს საჯარო სამსახურის შესახებ
კანონში შესული ცვლილებებზე ინფორმირების დონის ამაღლება. პროექტს
სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აფინანსებს.