30 იანვარი, 2018
კართუბანში #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა.
სოფელ კართუბნის #1 საბავშვო ბაღის შენობის ძირითადი ნაწილი ათეულობით წელი დაზიანებული იყო და პატარებს მოუწესრიგებელ გარემოში უწევდათ სიარული.
დღეს ბაღის აღსაზრდელები ახლად გარემონტებულ ბაგა-ბაღში პირველად მივიდნენ. პროექტის ფარგლებში ბაღის შენობას შიდა და გარე რემონტი ჩაუტარდა, შეიცვალა შენობის სახურავი, კეთილმოეწყო ეზო და გაკეთდა ცენტრალური გათბობა.
ახლად გარემონტებული საბავშვო დაწესებულება მუნიციპალიტეტის მერმა სოფლის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე დაათვალიერა . როგორც ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა საბავშო ბაღის აღსაზრდელებს თანამედროვე შენობასთან ერთად სულ მალე ახალი ინვერტარიც ექნებათ.