30 იანვარი, 2018
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს შეხვდა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს შეხვდა.
მერმა წარმომადგენლებისგან სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული
პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ კომპანიები,
რომელთაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს, უმკაცრესად
დაისჯებიან და ორმხრივი შეთანხმების დარღვევის გამო დადგენილ ჯარიმებს
გადაიხდიან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურული
ობიექტების რეაბილიტაციას. ნიკოლოზ თოფურიძის განცხადებით, სასურველია, თუ
ტენდერებში ადგილობრივი მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას. „მინდა გთხოვოთ,
მაქსიმალურად მოახდინოთ ასეთი პირების ინფორმირება, რათა მათ გამოიყენონ
არსებული შესაძლებლობები და ისევ ჩვენმა მოსახლეობამ მიიღოს სარგებელი“-
აღნიშნა ხარაგაულის მერმა.
სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, ნიკოლოზ თოფურიძემ ხაზი გასუვა
სოფლებში ხიდებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაციას. ხარაგაულის მერი
მიიჩნევს, რომ მოსახლეობისთვის ეს საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი,
არცერთ სოფელში არ უნდა დარჩეს მოუგვარებელი.
მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა სოფლებში - ასევე, ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ, რომელზეც ხარაგაულის მერი წარმომადგენლებს
ესაუბრა. ნიკოლოზ თოფურიძემ განმარტა, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ
ასეთ ოჯახებს და შესაძლებლობის ფარგლებში გაუწიონ დახმარება
მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამების მეშვეობით.
შეხვედრაზე
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა
კიკნაძემ, იმ ახალ, სოციალურ ქვეპროგრამებზე მოახდინა ადმინისტრაციული
ერთეულის წარმომადგენლების ინფორმირება, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან
ამოქმედდა. ნანა კიკნაძის განცხადებით, მარტოხელა მშობლების, ობლებისა და
მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად მერიამ ახალი პუნქტები შეიმუშავა და
წარმომადგენლებს აღნიშნული სიახლის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება
სთხოვა.
ნიკოლოზ თოფურიძემ მადლობა გადაუხადა მერის წარმომადგენლებს
თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მათი თანადგომით, ბევრად უფრო
შედეგიანი იქნება სტრატეგია, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას ადგილობრივი
თვითმმართველობის გაძლიერებისა და განვითარებისთვის აქვს დასახული.