29 იანვარი, 2018
ქვებში, სოფლის ცენტრალური გზის, რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე,
მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მონიტორინგს
განაგრძობენ. მათ, მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ქვებში
მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს და აღნიშნეს, რომ გზა,
ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, ხარისხისა და პარამეტრების სრული
დაცვით კეთდება.
ქვებში, სოფლის ცენტრალური გზის, 1 400 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
პროექტი დაფინანსებულია რეგიონული განვითარების ფონდის მიერ. საერთო
ღირებულება 159 340 ლარი. თანამონაწილეობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 5%.
ქვების გზაზე, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და მიპირკეთდება გვერდულები.