29 იანვარი, 2018
ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე №51-ის მიმდებარედ, ტროტუარების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა
ბორჯომში
რუსთაველის ქუჩაზე №51-ის მიმდებარედ, ტროტუარების რეაბილიტაციის
სამუშაოები დასრულდა. ტერიტორიაზე მოეწყო ქვაფენილი და ბორდიურები.
ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკი რამდენიმე წელია დაზიანებული იყო.
პროექტის ფარგლებში ტროტუარებთან ერთად ქალაქის სხვადასხვა უბანში და
სოფელ ყვიბისში განხორციელდა კიბეების, მოაჯირებისა და განათებების
მოწყობის სამუშაოებიც.
პროექტი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდა.