მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის შენობის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ზაქარია ენდელაძემ მოადგილეებთან ერთად მოინახულა.
„პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის გარეფასადი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა და იატაკი, მოეწყო წყლის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეიღება ჭერი და კედლები, მოეწყო უმაღლესი ხარისხის საკანალიზაციო სისტემა, ხოლო საპირფარეშოები მოპირკეთდა და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით", აღნიშნულია ადიგენის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.