მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხოვანის ხიდის აღდგენა მიმდინარეობს.
ადიგენის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მეტალოკონსტრუქციის ხიდის
აღდგენისთვის, რომელიც 18 მეტრი სიგრძისა და 4 მეტრი სიგანის იქნება,
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 46 000 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაო პროცესს ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა სოფელთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა წყალგამტარი მილებით, ასევე მოხდება ხიდზე არსებული სავალი ნაწილის დემონტაჟი და ახალი სავალი ნაწილი მოეწყობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება", აცხადებენ ადიგენის მერიაში.