მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მეწყერის შედეგად დაზიანებული ცენტრალური გზის აღდგენა მიმდინარეობს.
აღდგენით სამუშაოებს ცაგერის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და მერის მოადგილე დავით გვიშიანი გაეცნენ.
ცაგერის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სამუშაოებზე, რომელსაც შპს „აკორდი" აწარმოებს, 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება.
მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული ღონისძიება, სავარაუდოდ, სამ თვეში დასრულდება.