26 იანვარი, 2018
ქუთაისის მერიის სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავს
ქუთაისის მერიის სამსახურებს ახალი უფროსები ჰყავს. ახალი ხელმძღვანელები ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ წარადგინა.
ქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ბექა ყურაშვილი უხელმძღვანელებს, ადმინისტრაციულს- ლევან კინწურაშვილი, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს გიორგი გიორგობიანი ჩაიბარებს, სამხედრო სამსახურს ლერი ყენია, სოციალურ საკითხთა სამსახურს იოსებ ჩიჯავაძე უხელმძღვანელებს, საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე, ხოლო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია იქნება.
"სამსახურის ხელმძღვანელები კონკურსის წესით შეირჩნენ თავიანთი გამოცდილებისა და კომპეტენციის გათვალისწინებით. ამ სამსახურების სწორ,ეფექტურ და დაუღალავ შრომაზეა დამოკიდებული თუ როგორი იქნება მომდევნო 4 წელი ქალაქისთვის. მე ნდობა გამოვუცხადე 5-ივე მათგანს და მჯერა მომდევნო 4 წელი ჩვენი ქალაქისთვის იქნება წარმატებული და ნაყოფიერი",-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის მერიის სამსახურების ძველი უფროსებიდან თანამდებობა, სოციალურ საკითხთა და ზედამხედველობის სამსახურების უფროსებმა შეინარჩუნეს.