26 იანვარი, 2018
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია გაიმართა
24 იანვარს, ცაგერში ფონდ ,,აფხაზინტერკონტის'' ( AIC) მიერ გაიმართა
პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის''
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონული ჰაბის პრეზენტაცია.
ღონისძიების მიზანი იყო რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა. პრეზენტაციას
ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბატონი დავით გვიშიანი,
საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
შეხვედრაზე მოწვეული საზოგადოება გაეცნო ჰაბის როლსა და ფუნქციას,
პროექტის გეგმებს და სავარაუდო სარგებელს, რომელსაც მიიღებს რეგიონის
სამოქალაქო საზოგადოება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.
ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ ფონდ ,,აფხაზინტერკონტის'' ( AIC)
წარმომადგენლები: ივეტა თვალჭრელიძე, ქრისტინა მუსერიძე და ბესიკ მურუსიძე.