25 იანვარი, 2018
ხევი – არგვეთას ახალი საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვები გრძელდება.
ხევი – არგვეთას ახალი საავტომობილო მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე
მუნიციპალიტეტში საჯარო განხილვები გრძელდება. საგზაო მაგისტრალის
მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას
თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შორაპნის, არგვეთის, ზედა და
ქვედა საქარის უბნების მოსახლეობა ესწრებოდა.
შეხვედრის ფორმატი ამჯერად
საკუთრების უფლების და ზემოქმედების ქვეშ მოყოლილ მიწის ნაკვთებზე
კომპესაციების გაცემის თემას უკავშირდებოდა.
პროექტის განხილვას
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის
მოდერნიზებას, საქართველოს მთავრობა, საგზაო ქსელის განვითარებისა და
თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით ახორციელებს.
აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის
გამტარუნარიანობის გაზრდას, ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის
ამაღლებას, სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას და მგზავრობის დროის
შემცირებას.
პროექტის აღწერა:
ხევი – უბისა შორაპანი – არგვეთის საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 14.7 კმ – ია.
საპროექტო მონაკვეთი იწყება თბილისი – ლესელიძეს საავტომობილო გზის 185 – ე
კმ – ზე და სრულდება ამავე გზის 200 კმ – ზე სოფელ არგვეთასთან.
პროექტით გათვალისწინებულია ხიდების (ჯამური ოდენობა 10) და გვირაბების
(გვირაბები 6 ორმაგი გვირაბი, სიგრძით 399 – დან 1166 მ – მდე) მშენებლობა.
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყობა: გადასასვლელები სოფლის გზებისთვის; გადასასვლელები პირიტყვისთვის;
საპროექტო სიჩქარე 100 კმ / სთ.
გზის ჯამური სიგანე 27 მ.