13 ოქტომბერი, 2017
წყალტუბოს სპორტის სასახლეში დამსახურებული სპორტსმენისა და მწვრთნელის, როინ მეტრეველის სახელობის ხელბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა
6-8 ოქტომბერს წყალტუბოს სპორტის სასახლეში დამსახურებული სპორტსმენისა და მწვრთნელის როინ მეტრეველის სახელობის ხელბურთის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქისა და ქ. მელიტოპოლის (უკრაინა) გუნდები მონაწილეობდნენ.
წყალტუბოელმა ხელბურთელებმა ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს: სამტრედიასთან- 26-19, ხელვაჩაურთან - 31-14, ქუთაისთან -29-14 და ფინალში მელიტოპოლის გუნდი 31-25 დაამარცხეს, ამდენად ისინი ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.
ტურნირს ესწრებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე რევაზ მესხი, ტურნირის ორგანიზება გამგეობის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო . გამარჯვებულებს საჩუქრად პრიზები და სიგელები გადაეცათ.