18 იანვარი, 2018
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარებისთვის საქველმოქმედო საღამო მოაწყვეს
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა ინკლუზიური ცენტრის
ბენეფიციარებისთვის საქველმოქმედო საღამო მოაწყვეს და მათ ჰანს კრისტიან
ანდერსენის ზღაპრის მიხედვით წარმოდგენა - „ყინულის დედოფალი“ ანახეს.
საღამოზე სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ მოწვეულ სტუმრებს წიგნები და გასაფერადებელი ჟუნრალები დაურიგა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ სპექტაკლში მონაწილე ბავშვებმა ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად იცეკვეს და იმხიარულეს.
საღამოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.