მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
საბავშვო
ბაღებში ცენტრალური გათბობის სისტემის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტმა ქალაქის ოთხ ბაღში, გათბობის სისტემის მოსაწყობად, 96 650
ლარი გამოყო. ცენტრალური გათბობა N1; N2; N3 და N 4 სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულებებში მონტაჟდება. გათბობის ქსელის მონტაჟს, ტენდერში
გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „იმგო“ ახორციელებს.
მუნიციპალიტეტის მერის
მოადგილემ, დავით ჩირგაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ
მიმდინარე სამუშაოები დღეს მესამე და მეოთხე ბაღებში დაათვალიერეს. როგორც
ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თვითმმართველობა მაქსიმალურად
ცდილობს, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, სასწავლო პროცესისთვის
სათანადო გარემო იყოს შექმნილი.
ცენტრალური გათბობის სისტემით მუნიციპალიტეტში დღემდე ქალაქის ოთხი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება სარგებლობდა, მიმდინარე თვის დასრულებამდე კი, რვა საბავშვო ბაღი ისარგებლებს.