16 იანვარი, 2018
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავჯდომარე ქალაქ წნორში ახლადგახსნილ ბავშვთა და მოზარდთა გასართობ ცენტრს ეწვივნენ
სიღნაღის
მუნიციპალიტეტის მერი გოგი გოგილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ილია
ხატიაშვილი ქალაქ წნორში ახლადგახსნილ ბავშვთა და მოზარდთა გასართობ ცენტრს
„ჰეფი-ლენდის“ ეწვივნენ. ,,ჰეფი-ლენდში" საქველმოქმედო აქცია ,,პოზიტივი
პატარებს" გაიმართა. აქციის ფარგლებში გასართობმა ცენტრმა სიღნაღის
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორმოცამდე შშმ პირს უმასპინძლა.
გასართობი ცენტრი „ჰეფი-ლენდი“ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის-„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 10 000 ლარით დაფინანსდა.
გასართობი ცენტრი, რომელშიც განთავსებულია სათამაშო და სასცენო
სივრცე, საკვები კუთხე, ორმოცდაათ ბავშვზეა გათვლილი. ცენტრი მომხმარებლებს
სხვადასხვა სერვისებს-დაუვიწყარ დაბადების დღის პროგრამას, თინეიჯერულ
დახურულ წვეულებებს (12 წლიდან), საათობრივ გასართობს და ზღაპრის გმირების
წარმოდგენებს სთავაზობს. ცენტრს ასევე აქვს ბინაზე გამოძახების სერვისიც.