მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ
გურჯაანის მუნიციპალიტეტში კიდევ ორ ეკლესიას მიანიჭა კულტურული
მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ
ანთაძის 9 იანვრის ბრძანებით ძეგლის სტატუსი სოფელ ჭერემში მდებარე
მამა-დავითის(VI-VII სს) და წმ.გიორგის სახელობის (გვიანი შუა საუკუნეები)
ეკლესიებს მიენიჭათ.
აღსანიშნავია, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ისტორიული ობიექტია, საიდანაც 143 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. უახლოეს მომავლში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, ძეგლთა დავცის ეროვნული სააგენტოდან, კიდევ ხუთი ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებას ელის.