15 იანვარი, 2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, საკალათბურთო კლუბის ახალ შემადგენლობას შეხვდა
წყალტუბოს საკალათბურთო კლუბი ახალი შემადგენლობით და ახალი სამწვრთნელო
ჯგუფით შეიკრიბა. გუნდი „ა“ ლიგაში თამაშობს. პირველი შეხვედრა 17
იანვარს თბილისში „არენა 75-თან“ აქვთ. ახალი საკალათბურთო კლუბი
პრეზიდენტთან -გიორგი კუჭავსთან ერთად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს
გრიგოლ იოსელიანს და მერის მოადგილეს ალექსანდრე დადუნაშვილს შეხვდნენ.
სპორტსმენებმა მერის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის
უფროსთან, რიმა მარგიანთ ერთად, კლუბის სამომავლო პერსპექტივებზე
ისაუბრეს და ამ სამსახურის განსაკუთრებული მხარდაჭერა აღნიშნეს.
„ჩვენ ვეცდებით გავამართლოთ თქვენი იმედები, მადლობა მუნიციპალიტეტის
მერიას სპორტული ინვენტარის და ფორმების შეძენისთვის,“ - განაცხადა
წყალტუბოს საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტმა გიორგი კუჭავამ. მან მერს
საჩუქრად წყალტუბოს გუნდის ფორმა უსახსოვრა.
გრიგოლ იოსელიანმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა და გამარჯვებები უსურვა წყალტუბოს საკალათბურთო კლუბს.