15 იანვარი, 2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა „ჩვენი სახლის“ აღსაზრდელებს ძველით ახალი წელი მიულოცა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა, ა(ა)იპ
სარეაბილიტაციო ცენტრის „ჩვენი სახლის“ აღსაზრდელებს ძველით ახალი წელი
მიულოცა და საახალწლო ტკბილეული გადასცა.
ცენტრი რომელიც წლების
მანძილზე წყალტუბოში ცენტრის „პეპელას“ სახელით ფუნქციონირებდა, იგივეს
სტატუსით და შეცვლილი სახელწოდებით საქმიანობას განაგრძობს.
აქ 25-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი სკოლის შემდგომ განათლებას იღებს, ეუფლება ხელსაქმეს და იკვებება სადილით.
სარეაბილიტაციო ცენტრს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. ახალი
წლიდან ამ ბავშვების ოჯახები სოციალური პროგრამებითაც ისარგებლებენ.
მერთან ერთად, საახალწლო ტკბილეული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა, რიმა
მაგრგიანმა დაარგია.