15 იანვარი, 2018
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი და მოადგილე ხუთგზის ჩემპიონ იაკობ ქაჯაიას შეხვდნენ და გამარჯვება მიულოცეს
წარმატებულ წყალტუბოელ სპორტსმენს საქართველოს ხუთგზის ჩემპიონს, ორგზის
ევროპის ჩემპიონსა და ევროპის პრიზიორს, ორგზის მსოფლიო პრიზიორსა და
2016 წლის რიოს ოლიმპიადის მონაწილეს იაკობ ქაჯაიას დღეს წყალტუბოს
მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი
შეხვდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირმა იაკობს ახლახან
თბილისში ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში გამართულ ჩემპიონატში გამარჯვება და
საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მიღება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
შეხვედრას ა(ა)ი.პ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბების
გაერთიანების მმართველი პაატა ბუჭუხიშვილი, მერიის კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი და იაკობ ქაჯაიას
მწვრთნელი დემურ კირტავა ესწრებოდნენ.
-,, ყველა წარმატებულ წყალტუბოელ
სპორტსმენს ჩვენგან ექნება მაქსიმალური მხარდაჭერა. მჯერა, რომ იაკობი
კიდევ არაერთხელ ასახელებს ჩვენს მუნიციპალიტეტს'' - აღნიშნა ბატონმა
გრიგოლ იოსელიანმა.
2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან იაკობს ფულადი ჯილდოს სახით 500, ხოლო მის მწვრთნელს დემურ კირტავას 200 ლარი გადაეცემა.
წყალტუბოელი ფალავანი იაკობ ქაჯაია ახლა უკვე ევროპის ჩემპიონობისთვის ემზადება.