მთავარი | საგანმანათლებლო სიახლეები | სკოლამდელი აღზრდა | რჩევები მშობლებს | საინტერესო ამბები |
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 17 იანვრიდან – 20
იანვრის ჩათვლით, ზესტაფონის – ბაღდადის საავტომობილო გზაზე სპეციალური
რეჟიმი დაწესდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები, მეწყრული
პროცესების გააქტიურებას უკავშირდება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე,
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება, ზესტაფონი – ბაღდადის საავტომობილო გზის მე – 3 კმ – დან სოფელ სადგური სვირის გავლით ზესტაფონი – ბაღდადის საავტომობილო გზის მე – 9 კმ – მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე. საავტომობილო გზის შეზღუდულ მონაკვეთში, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ, განთავსებული იქნება შესაბამისი საგზაო ნიშნები.