12 იანვარი, 2018
ჭიათურაში, ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 წლისთავის და დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვილი ღონისძიება ჩატარდა
ჭიათურაში, მუნიციპალიტეტის
მერიის ორგანიზებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის
აღსაყდრებიდან 40 წლისთავის და დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვილი
ღონისძიება ჩატარდა.
საღამოს, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის
აღმშენებლობის საქმეში პატრიარქის მოღვაწეობის მნიშვნელობას მიეძღვნა,
ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის მღვდელმთავარი - მეუფე დანიელი, ჭიათურის მერი
პაატა ნადირაძე და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.