izrune.ge-ზე უკვე ხელმისაწვდომია...
1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8,
მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის ტესტები
ყველა მოსწავლისთვის
X
მოგესალმებათ izrune.ge-ს გუნდი

ონლაინ ტესტირების პლატფორმა izrune.ge-ს იდეა გაჩნდა „ეტალონის“ 20-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე.

ჩვენი მიზანია ოჯახის წევრებს მივცეთ საშუალება, თანამედრივე ტექნოლოგიების გამოყენებით, პერიოდულად და რეალურად, პირადად შეაფასონ შვილების განათლების, უნარ-ჩვევების დონე და უშუალოდ იზრუნონ მათ აღზრდა-განათლება-წახალისებაზე.

ჩვენი მიზანია ოჯახი, ბავშვი, სკოლა და სახელმწიფოს ერთი მიზნით გაერთიანება - მოზარდში მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბება!

რეგისტრაციის მარტივი ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი ბავშვ(ებ)ისთვის ხელმისაწვდომი იქნება I-დან XII კლასის ჩათვლით, საგნობრივი კითხვებისგან შემდგარი, ზოგადი განვითარების, ინდივიდუალური და მამოტივირებელი ტესტები. კითხვებს საქართველოს 100 საუკეთესო პედაგოგი ქმნის და საიტზე გამოქვეყნებამდე შემოწმების რამდენიმესაფეხურიან ეტაპს გადის. 

ინოვაციური პორტალი izrune.ge გთავაზობთ ორი სახის - სავარჯიშო და შემაჯამებელ ტესტებს. თითოეული ტესტი შედგება 20 კითხვისგან, სწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე იღებს 5 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში 0-ს, თუ პასუხისგან თავი შეიკავა 2 ქულას. ტესტის დასრულებისთანავე კი პირად გვერდზე, დეტალური სტატისტიკის და ისტორიის საშუალებით, ხელმისაწვდომი გახდება ინფორმაცია თითოეული შესრულებული ტესტის შესახებ. თვალს ადევნებთ შვილის შეფასებას მიმართულებების მიხედვით, ინდივიდუალური განვითარების გრაფიკებს, განვითარების შეფასების კვლევას და ინდივიდუალურ სარეკომენდაციო წერილებს მოზარდის შემდგომი განვითარებისთვის.

სავარჯიშო ტესტის გავლა მოსწავლეს შეუძლია ყოველ ხუთშაბათს, ხოლო შემაჯამებელი ტესტის - ყოველი თვის ბოლო კვირას „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღეს“, მშობლის ჩართულობით.

ყოველი სავარჯიშო ტესტი თემატურად განსხვავებულია:

„სიბრძნის ხუთშაბათი“: ტესტში შესულია კითხვები სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონიდან „სიტყვის კონა“. ტესტის მიზანია ოჯახის ჩართულობით მოსწავლეებისთვის სულხან-საბა ორბელიანის გაცნობა და ქართული ენის ლექსიკური მარაგის შევსება.

"წიგნიერების ხუთშაბათი": ყოველთვიურად მოსწავლეებს ვთავაზობთ კლასის შესაბამის ნაწარმოებებს წასაკითხად და სავარჯიშო ტესტის დღეს კითხვები სწორედ ამ ნაწარმოებებიდან მოდის. წიგნიერების სია, კლასების მიხედვით, შედგენილია პროფესიონალი მასწავლებლების და ფსიქოლოგების მიერ. ტესტის მიზანია წიგნიერების დონის ამაღლება.

ინგლისური ენის 5-დონიანი ტესტი: მოსწავლეს საშუალება ეძლევა, სურვილის მიხედვით აირჩიოს მხოლოდ ერთი დონე (Elementary, Pre-intermediate, Intermediate, Upper-intermediate, Advanced). ტესტის მიზანია ინგლისური ენის განმტკიცება.

სხვა თემატური ტესტები და ოლიმპიადები...

ყოველი თვის ბოლო კვირა დღე კი „შემაჯამებელი ტესტია“, ეს დღე შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღედ ცხადდება!

საქართველოში მცხოვრებ, შვილის ბედნიერ მომავალზე მეოცნებე თითოეულ მშობელს, ყოველი თვის ბოლო კვირა დღეს, საშუალება გეძლევათ მიუსხდეთ შვილ(ებ)ს გვერდით და იმ კოდის მეშვეობით, რომელიც მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) მოგივათ, პირდაპირ რეჟიმში შეიტყოთ მათი აზროვნების, განათლების და განვითარების დონე. აღნიშნული ტესტის წარმატებით გავლის შემთხვევაში კი მოსწავლე სპეციალურ დიპლომს მიიღებს. ყოველი მომდევნო თვის დიპლომი განსხვავებულია და შეძლებთ მათ გადმოწერას, ამობეჭდვას ან სოციალური ქსელის საშუალებით გაზიარებას. 


რეგისტრაციას გადის ოჯახის წევრი, რომელიც მარტივად არეგისტრირებს ბავშვ(ებ)ს და ირჩევს სასურველ პაკეტს - თვეების მიხედვით.

რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.izrune.ge/geo/10

გადახდის მარტივი მექანიზმი ჩვენი საიტით სარგებლობას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის თქვენთვის. შეგიძლიათ ისარგებლოთ გადახდის შემდეგი მეთოდებით: 

  1. გადახდა პლასტიკური ბარათით, უშუალოდ მოსწავლის პროფილიდან.
  2. გადახდა საბანკო გადარიცხვით. 
    მიმღები ბანკი: ს.ს "თიბისი ბანკი"
    მიმღების ანგარიში: GE82TB7994636080100007
    მიმღების სახელი: შპს ეტალონი განათლება
    დანიშნულება: მოსწავლის სახელი, გვარი და პროფილის ექვსნიშნა ნომერი.
    ბანკის კოდი: TBCBGE22
    ს/კ: 404561979
  3. გადახდა სწრაფი ჩარიცხვის TBC Pay, Express Pay და Pay Box აპარატებით, მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.
  4. გადახდა თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციით (ონლაინ ბანკი), მოსწავლის პროფილის 6 ციფრიანი ნომრით.

ინდივიდუალური პაკეტის ღირებულება:
1 თვე - 25 ლარი
5 თვე -  110 ლარი
10 თვე - 209 ლარი


განსაკუთრებული შეთავაზებით სარგებლობენ საქართველოს მასშტაბით etaloni.ge და izrune.ge-ს თანამოაზრე სკოლები, რომელთა მოსწავლეებისთვისაც საბაზო პაკეტის სოციალური ღირებულება თვეში 15 ლარის ნაცვლად შეადგენს 10 ლარს.

ერთად ვიზრუნოთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში, რაიონში და სოფელში მცხოვრებ მოსწავლე-ახალგაზრდების აღზრდა - განათლება - წახალისებაზე!

მოსწავლეებო, დააგროვეთ სტატუს ვარსკვლავები, მიიღეთ დიპლომები და გაუზიარეთ მეგობრებს თქვენი წარმატება!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ facebook გვერდს: https://www.facebook.com/izrune.ge
ან დაგვიკავშირდით: 0 (322) 110 122
მადლობა თანამშრომლობისთვის!
კეთილი სურვილებით, Izrune.ge-ს გუნდი.
საქვეყნო სიახლეები
12 იანვარი, 2018
2018 წელს სოციალურ პროგრამებზე 504 ათასი ლარი გაიხარჯება
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018 წლის სოციალური პროგრამებისათვის 504 ათასი ლარი გამოყო. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტში სულ 18 სოციალური პროგრამა განხორციელდება, რომელთაგან სამი ახალია.

მიმდინარე წლიდან მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პირველად მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებებს: მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახები.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და მათი სარეიტინგო ქულა 150 000-ს არ აღემატება მერია ერთჯერადად 200 ლარიან დახმარებას გაუწევს.

მერია, წელიწადში ერთხელ, ასევე ერთჯერადად, 200 ლარით დაეხმარება მარტოხელა მშობლებს, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილ(ები)ი.

მარჩენალდაკარგულთა პროგრამით ისარგებლებენ 21 წლამდე ასაკის მოზარდები, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავთ ერთ-ერთი ან ორივე მშობელი. დახმარება განისაზღვრა 100 ლარის ოდენობით.

მიმდინარე წლიდან ცვლილებები შეეხო სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებით დახმარების პროგრამას. 2018 წლიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მედიკამენტების შეძენისათვის თანხა გაიცემა მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც ვერ სარგებლობენ მედიკამენტებით დახმარების სახელმწიფო პროგრამაში.

2018 წლიდან მუნიციპალიტეტის მერია სულ 6 სოციალურ პროგრამას და მათ შორის 15 ქვეპროგრამას დააფინანსებს:

1. უფასო სასადილოს დაფინანსება;
2. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო, ფინანსური და სხვა სახის დახმარებები. (პროგრამის კოდი 06 02 02) 420.0 ათასი ლარი;
2.1ოპერაციისა და სამედიცინო მომსხურების დაფინანსება;
2.2 C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ხელშეწყობა;
2.3 უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფინანსური დახმარება;
2.4 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარება;
2.5 სოციალურად დაუცველი და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინასება;
2.6 18 წლამდე ასაკის შშმ პირების დახმარება;
2.7 სადღესასწაულო დღეების დახმარება;
2.8 ჰემოდიალეზის სეანსებით მოსარგებლე ბენეფიციარების და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება;
2.9. კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-18 წლამდე ბავშვების ელემენტით უზრუნველყოფა;
2.10. საქართველოს ტერიტორიის მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება;
2.11. კომუნალური ხარჯების დახმარება;
2.12. მრავალშვილინი ოჯახების დახმარება;
2.13 მარტოხელა მშობლების დახმარება;
2.14 მარჩენალდაკარგული ოჯახების დახმარება;
2.15. სხვადსხვა სოციალური ღონისძიებების დახმარება;
3. ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პროგრამის კოდი 06 02 04) (32 000 ლარი))
4. ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვის პროგრამა(პროგრამის კოდი06 02 05) ( 2 000 ლარი));
სტიქიით დაზარალებულ და მძიმე საცხოვრებელი პირების მქონე სოციალური დაცვის და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების თავშესაფარით უზრუნველყოფა. (პროგრამის კოდი 06 02 06) (50 ათასი ლარი)
გასულ წელს მუნიციპალიტეტის მერიიდან სოციალურ მიმართულებებზე დაიხარჯა 500 563 ლარი, რომლითაც სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია 2 516 მოქალაქეს.


რას ამბობენ ჩვენზე