08 იანვარი, 2018
3 იანვრიდან გურჯაანის თოჯინების თეატრი პატარებს საახლწლო სპექტაკლზე „ახალი წელი ტყეში თოვლის პაპასთან ერთად“ მასპინძლობს
3 იანვრიდან გურჯაანის თოჯინების თეატრი პატარებს საახლწლო სპექტაკლზე
„ახალი წელი ტყეში თოვლის პაპასთან ერთად“ მასპინძლობს. დღეს წარმოდგენას
დღის ცენტრის „Life Line “ -ის პატარა ბენეფიციარები და მუნიციპალიტეტში
მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც დაესწრნენ.
საქველმოქმედო აქცია გურჯაანის მერიაში მოქმედი შშმ პირთა პრობლემებზე
მომუშავე საბჭოს და თოჯინების თეატრის ინიციატივით ჩატარდა. სპექტაკლის
დასრულების შემდეგ პატარები საახალწლო ნაძვის ხესთან შეიკრიბნენ და ზეიმი
მოაწყვეს. თოვლის პაპამ ყველა სტუმარს საახალწლო საჩუქარო გადასცა.